ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “მოამბესთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ზოგი კითხულობს რა შედეგი მოიტანა მანქანების გადაადგილების შეზღუდვამო, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ ადამიანები აღარ გადაადგილდებიან აღარ იკრიბებიან ერთმანეთთთან და ა. შ. ამან მოიტანა შედეგი, თუ წინა კვირას ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, ახლა ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა.
მე მხარს ვუჭერდი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, მაგრამ მანქანების გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელებას მხარს არ ვუჭერ. ეს სერიოზული დისკომფორტია, რადგან ბევრს საქმეზე სჭირდება მანქანა და არა გასართობად. იგივე ავადმყოფებს იგივე სამედიცინო პროცედურაზე. ყველაფერ ამის კეთება ბეჭედდასმული ქაღალდით ძნელია. ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი მისი აღდგენა. რაღაცა ვისწავლეთ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, სიფრთხილეს გამოიჩენენ ადამიანები”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.