შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, დანაშაულის სტატისტიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„შეინიშნება დანაშაულის სტატისტიკაში კლება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მინდა შევეხო ისეთი კატეგორიის დანაშაულს, როგორიცაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ასევე, ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ კატეგორიის დანაშაული 10%-ით შემცირდა.