„მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარტიის მობილიზებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი პრობლემებისგან, თუ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ამ პროცესში საკვანძო და მნიშვნელოვანი როლი აქვს პარტიის თავმჯდომარეს რომელთანაც გვაქვს რეგულარული კონსულტაციები და ძალიან ბევრი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები სწორედ იმ ფორმატში განიხილება ხოლმე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე წარმართავს.
როგორც მმართველ პარტიას, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე პარტიიის რესურსის სრული მობილიზება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად სამართავად.
მობილიზაციის ეს ხარისხი რომ არ ყოფილიყო, პრობლემა მეტი იქნებოდა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვახერხებთ პრობლემების გადაჭრას და ეს არის სწორედ ამ მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და კოორდინირებული მუშაობის დამსახურება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.