რუსეთში მიტროპოლიტი იოანა კორონავირუსით გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ეკლესია ავრცელებს.
გვიან ღამით, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასულიერო პირი, კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე პნევმონიით გარდაიცვალა.
3 მაისს, რუსეთში კორონავირუსის 10 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 134 687-ს მიაღწია.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 58 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1280-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 16 639-მა ადამიანმა დაამარცხა.