გვაქვს ერთი რეკომენდაცია, რომელსაც შეიძლება აბიტურიენტმა ყურადღება არ მიაქციოს, გრძელი თმის შემთხვევაში თმა აუცილებლად უნდა შეიკრან, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე სახლში დამზადებული პირბადითაც გამოცხადდეს.
„აბიტურიენტებს ჩვენ პირბადეს დავახვედრებთ, მაგრამ იქნებ მათ სხვანაირი უფრო მოსწონთ, წინასწარ შეარჩიონ ყველაზე მეტად რომელსაც შეეგუებიან, ის მოიტანონ. სახლში შეკერილიც რომ იყოს, ამის უფლებაც აქვს. ბევრი ნივთი არ წამოიღონ, გვაქვს კიდევ ერთი რეკომენდაცია და შეიძლება აბიტურიენტებმა ყურადღებით არ ნახოს - აუცილებლად გრძელი თმის შემთხვევაში თმა უნდა შეიკრან“, - აღნიშნა გორგოძემ.
მან აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „პანდემიის დაწყების დღიდან არანაკლებ ვნერვიულობთ მთელი ჩვენი კორპუსი, რომელიც დაახლოებით 3 000 კაცს მოიცავს. თითოეულ აბიტურიენტს დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა გორგოძემ.