ჩვენთვის სამარშუტო ტაქსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუყოფელი ნაწილია და თუ დავუშვათ, წლის ბოლოს ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლებთ ავტობუსებს, წლის ბოლოდან ვიწყებთ გაფართოებას ქსელის და დამატებით ასი 12 მეტრიანი და 200 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას იმისთვის, რომ ხალხი დროში შეუზღუდავად გადაადგილდეს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „დღის „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით ათი ძირითადი დერეფნის გარდა ასევე გვაქვს მკვეთი ქუჩები. სადაც ივლიან 8- 10 მეტრიანი ავტობუსები ივლიან და ასევე მცირე ზომის მიკროავტობუსები, რომლებიც ასევე უნდა ჩანაცვლდეს.
„ამის გარეშე სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელება შეუძლებელია. პრობლემა აქ იმასთან დაკავშირებით არსებობს, რომ კომპანია, რომელიც მიკროავტობუსებს მართავს და რომელთანაც წლებია ხელშეკრულება გაფორმებულია, იმ შემთხვევაში თუ ერთიანად ჩაანაცვლებდა თავისი სახსრებით მიკროავტობუსებს, რომელებიც უპირობოდ ექვემდებარება გამოცვლას, ამ შემთხვევაში ეს აისახებოდა ტარიფზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი არ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაზეა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით შეიძენს მიკროავტობუსებს, ამ ეტაპზე 300 ერთეულს, რომლებსაც 2021-2022 წლებში კომპანია მთლიანად გამოისყიდის და შესაბამისად ეს თანხა კვლავ დაბრუნდება მუნიციპალიტეტში. სქემა მორგებულია იმაზე, რომ მოსახლეობას არ გაუძვირდეს ტარიფი. კომპანია მზად იყო, რომ საკუთარი სახსრებით შეეძინა მიკროავტობუსები, რაც ტარიფზე აისახებოდა, ხოლო იმ სქემით, რაც ჩვენ მიერ არის მათთვის შეთავაზებული, ეს ტარიფზე არანაირად არ აისახება“ - განაცხადა მაი ბითაძემ.