მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, პარლამენტის წევრს, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში და მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილების პაკეტს. საკონსტიტუციო ცვლილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის - ამის შესახებ თბილისის მერმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
კახა კალაძემ ოპონენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპიზიცია შეეცადა, „ქართული ოცნებისთვის“ დაბრალებინა ის ფაქტი, რომ თითქოს მმართველ პარტიას არ სურს საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.
„მე დარწმუნებული ვარ, ისინი გულშემატკივრობდნენ კიდევ იმას, რომ მეორე მოსმენით ჩავარდნილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მეორე მოსმენით გავიდა ეს საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბთს მესამე მოსმენითაც იქნება მხარდაჭერილი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემით ჩავატარებთ“- აღნიშნა კახა კალაძემ.