ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 294 985 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 338 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს აღწერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.