ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვარიაციას მოათავსებენ, რომელზეც ქრისტე შაკვანიანად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტილოს განთავსება ტაძარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად გადაწყვიტეს. მისი ავტორი მხატვარი ლორნა მეი უოდსვორტია, რომელმაც ნამუშევარი 2009 წელს დახატა. ქრისტეს პროტოტიპი მისთვის იამაიკელი ტაფარი ჰინდსი გახდა.
„ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქრისტეს სავარაუდოდ ახლოაღმოსავლური ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მხატვრები მას ტრადიციულად თავისი წარმოსახვის შესაბამისად გამოსახავდნენ. მე ის ისევე „ზუსტად“ წარმოვადგინე, რამდენადაც სწორია იდეა იმის შესახებ, რომ იესო ფლორენტიელს ჰგავს“, - განმარტა მხატვარმა.
მანამდე კენერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბიმ ინგლისის ეკლესიას ქრისტეს, როგორც თეთრკანიანი კაცის გამოსახვის ტრადიციისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით დახურული სენტ-ოლბანსის ტაძარი მომლოცველებს 4 ივლისიდან მიიღებს.