დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მკვეთრმა ზრდამ, ქვეყნებს გამკაცრებული რეგულაციებისკენ უბიძგა და ყველა საკუთარ საზღვრებში მოაქცია. პანიკის ფონზე, პანდემიის პირველ კვირებში, გაიზარდა სუპერმარკეტებში მოქალაქეთა ვიზიტი, გაჩნდა დაუსრულებელი რიგები, დაიცალა დახლები და ხალხი კიდევ ერთხელ მოექცა პანიკაში.
იმის გამო, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა მკაცრად შეიზღუდა, ხალხმა სოციალური დისტანცირება დაიწყო. აიკრძალა საქალაქთაშორისო გადაადგილება და ამ ფორმით, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა სახლში დარჩენილიყო.
გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა, სადაც სამთავრობო რეგულაციებიდან გამომდინარე, მოწოდება „#დარჩისახლში“ საკმაოდ აქტუალური გახდა. სწორედ ამ დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ მაღაზიებისადმი ინტერესი, რომლის დახმარებითაც, მოქალაქეები ყიდულობდნენ ისეთ ნივთებს, რომლებიც სახლში ყოფნის პერიოდში, დროის უკეთ გაყვანაში დაეხმარებოდათ.
ამის მაგალითს, მსოფლიო მონაცემების სტატისტიკით წარმოგიდგენთ, სადაც პროცენტული მაჩვენებლით გამოიკვეთა ის ნივთები, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ყიდულობდნენ ინტერნეტ მაღაზიების დახმარებით. უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს მაგალითზე, სამწუხაროდ, პროცენტული მაჩვენებლები არ გვაქვს იმ პროდუქციებთან დაკავშირებით, თუ რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად ქართველი მომხმარებლები, მაგრამ აღსანიშნავია ის დადებითი ფაქტი, რომ პანდემიამ ხელმისაწვდომი გახადა შესაძლებელი გამხდარიყო მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვვება მსგავს ფორმაჟორულ სიტუაციაში.
ისევ მსოფლიო მასშტაბის მაგალითებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მარტივად გამოვიტანთ იმ დასკვნას, თუ რას, როგორ და რა სიხშირით ყიდულობდნენ მომხმარებლები და როგორ იცვლებოდა მათი ქცევა პანდემიის მიმდინარეობისას.
მაგალითად, პანდემიის გამოცხადების პირველ კვირას, თუკი სამედიცინო მასკებზე მოთხოვნა სულ რაღაც 80 % იყო, მე-4 კვირის ბოლოს ეს მაჩვენებელი 320%-მდე გაიზარდა. ხოლო სახის ფარებზე მოთხოვნა 3 კვირის განმავლობაში 180%-დან 260%-მდე გაიზარდა. ამდენად, მოსახლეობა ყიდულობდა იმ პირველადი საჭიროების ნივთებს, რომელიც მათი უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოშიც გაიზარდა ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლებს ინტერნეტ ვაჭრობის სერვისით. ამდენად, დროთა განმავლობაში, ნათელი გახდა ის ფაქტი, რომ პანდემიის დროს, ძალიან ბევრი მოთამაშე შემოვიდა ბაზარზე და მომხმარებელს საკუთარი პროდუქტები, სერვისები შესთავაზა.ამდენად, გაიზარდა კომპანიებს შორის კონკურენცია, მაგრამ მსხვილი ონლაინ მაღაზიები მაინც ინარჩუნებდნენ/ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციას. მაგალითად, ისურვე აქტიურად აგრძელებდა მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებას და ნებისმიერი პროდუქციით უზრუნველყოფას.
ინტერნეტ მაღაზიისთვის - isurve.ge-სთვის, მომხმარებელთა ინტერესები, სურვილები, მოთხოვნილებები ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. პანდემიის დროს, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა იმ მხრივ, რომ ერთგულად აგრძელებდნენ მუშაობას თითოეული მომხმარებლისთვის, რაც სერვისების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.