ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შემოდგომაზე შტატის ტერიტორიაზე სკოლების გახსნის პერსპექტივებზე ისაუბრა. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გაურკვეველია.
„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. არავინ იცის, თუ როგორი შედეგი მოჰყვება მოსწავლეების სოციალიზაციას. რიგი მიზეზების გამო ბავშვების სკოლებში დაბრუნება გვსურს, თუმცა მანამ, სანამ არ გვეცოდინება, რომ ეს უსაფრთხოა, არ ვიტყვით, რომ ბავშვები სკოლებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, გაიხსნება თუ არა შემოდგომაზე შტატის ტერიტორიაზე სკოლები.
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა, ხოლო კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 2 888 635 შემთხვევა დადასტურდა.