ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მხოლოდ ტესტირებების ჩატარების შედეგი არ არის.
„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დაავადების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აპრილში და მაისში დღეში 100 000 შემთხვევა გვქონდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 200 ათასამდე გაიზარდა და ეს არ არის მხოლოდ ტესტების ჩატარების შედეგი. ეპიდემია სიჩქარეს იკრეფს“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.