ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მეძავებმა ჰამბურგის წითელი ლამპიონების რაიონში დემონსტრაცია გამართეს, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ბორდელების გახსნა მოითხოვეს.
იმის ფონზე, რომ მაღაზიები, რესტორნები და ბარები გაიხსნა გერმაიაში, სექს-მუშაკები სამართლიანობას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჯანმრთლეობისთვის ზიანს არ წარმოადგენენ.
„უძველეს პროფესიას თქვენი დახმარება სჭირდება“, - ნათქვამია პლაკატზე, ერთ-ერთ ბორდელთან.
გამართულ აქციაზე ზოგიერთი მომიტინგე თეატრალური ნიღბით გადაადგილდებოდა, ზოგი ვიოლინოზე ხალხურ სიმღერებს უკრავდა, რეპერბორნის კუთხეში, აღნიშნული ადგილი თავისი ღამის ცხოვრებითაა ცნობილი.
სექს-მუშაკთა ასოციაციამ, რომელიც პროტესტს ორგანიზებას უწევდა, აღნიშნა, რომ ლიცენზირებული შენობების დახურვის გამო, რამდენიმე მეძავი იძულებული იყო, რომ ქუჩაში გასულიყო სამუშაოდ, რაც არალეგალური და არაჰიგიენურია.