გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ფონიჭალაში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას ითხოვენ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც არის მობილიზებული, შეუძლოდ გახდა დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებენ. დედის ინფორმაციით, გოგო თავისი მანქანით გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა. თამარ ბაჩალეიშვილს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი, დაკარგულია მისი ავტომობილიც.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ბაჩალიაშვილის მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირა.