5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშულია, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.
მისმა ოჯახმა 21 ივლისს ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პოლიციასა და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.