თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.
ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.