ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში სოსო რობაქიძე იკითხება, რომელიც აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ საქმის გამო ციხეში აუცილებლად წავა. მოკლული რობაქიძის მამის განცხადებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის ბრძანების საფუძველზე გაყალბდა მტკიცებულებები და 19 წლის ახალგაზრდები ბოროტმოქმედებად გამოცხადდნენ. დღევანელ პროცესს ოქრუაშვილი არ ესწრება. მასთან ერთად სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში, ზურაბ ადეიშვილია ბრალდებული.
სოსო რობაქიძემ სასამართლო პროცესზე დეტალურად გაიხსენა 2004 წლის მოვლენები. მოკლულის მამა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება საკმარისი არ იქნება.
„როდესაც 23 ნოემბერს გამთენიისას მოკლეს ბუტა, იმ წუთიდან იკვეთება ოქრუაშვილის და ადეიშვილის ბრალი როგორც კი გამოძიება დაიწყო. ჩემთვის ის არ აქვს მნიშვნელობა 10 და 15 წელი ადამიანი ციხეში ჩაჯდება თუ არა. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ აღიარონ დანაშაული, თუმცა ოქრუაშვილს ამაში არ დავინდობ და მოიხდის ციხეს“, - აცხადებს რობაქიძე.
ოქრუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე პოლიტიკურ დევნას უკავშირდება. მამუკა ჭაბაშვილის ამ განცხადებას საქმის პროკურორმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში არსებობს მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე საქმე გაყალბდა და პოლიციისთვის იმიჯის შესანარჩუნებლად 19 წლის ბიჭებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს, ჩაუდეს იარაღი და საბრძოლო მასალები და ამ შემთხვევას ემსხვერპლა ბუტა რობაქიძე. პროკურორი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალს საგამოძიებო უწყება და მთავარი მბრალმდებელი პროკურატურა სასამართლოსი დაუმტკიცებს.
დღევანდელ პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სხდომაზე პროკურატურა ორ მოწმეს დაკითხავს. ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, დღევანდელ პროცესს ბრალდებული არ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.