რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. ამის შესახებ თავად რამზან კადიროვმა განაცხადა.
„სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განკარგულება წაიკითხა და წარმატებები მისურვა. ეს მაღალი შეფასებაა და ბევრს ნიშნავს ჩემთვის“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ვლადიმერ პუტინის ერთგული ჯარისკაცია და მზად არის მისი ყველაზე რთული ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე შეასრულოს“.