ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 971 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სამი ადამიანი კი გარდაიცვალა.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყანაში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის 10 220 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 267 500 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 28 426 ადამიანი კი გარდაიცვალა.