იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 306 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ათი ადამიანი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ინფიცირების 245 338 შემთხვევა დადასტურდა, 35 092 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 197 242 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.