თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხება.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.