მდიდრებმა კერძო კუნძულების შესყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ცნობით, მდიდრებმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიისგან თავდაცვის მიზნით მიიღეს. განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კარიბის კუნძულებსა და აშშ-ის და ევროპის მოშორებულ ნაწილებში.
გამყიდველები ამტკიცებენ, რომ მაგალითად ფინეთის სანაპიროზე პატარა კერძო კუნძულის ყიდვა 100 ათას ევროდაა შესაძლებელი.
უძრავი ქონების ექსპერტების შეფასებით, პანდემიამ ადამიანების დამოკიდებულება სხვადასხვა საგნების მიმართ შეცვალა. „ადრე კუნძულებს ექცენტრიული და ცოტა უცნაური ადამიანები ყიდულობდნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა. ახლა COVID19-ის გამო ეს იდეა უფრო პრაქტიკულია, რადგან ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ თავისი სივრცე და დაიცვან დისტანცია“, - აცხადებენ ექსპერტები.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მიმზიდველ ლოტად ითვლება კუნძული მაი, სადაც 13 ჰექტარზე ტროპიკული ბაღებია განთავსებული. კუნძული რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს და ინფექციისგან გასაქცევად იდეალურ ადგილად მიიჩნევა.