სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადეს, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.
„დრონები და ვერტმფრენები ადგილზე არიან მობილიზებულები, მაშველები სამძებრო სამუშაოებს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახორციელებენ“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.