უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი ანტონ ხუდაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Football.ua იტყობინება.
ინფიცირებული კოლეგის გადასარჩენად უკრაინის საუკეთესო ექიმები იბრძოდნენ, თუმცა ვირუსმა მას ფილტვების 70% დაუზიანა.
ხუდაევი ნაკრების ექიმად 2016 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის ხარკოვის „მეტალისტის“ ექიმი იყო.