ნიუ დელიში, ინდოეთის წამყვანმა მედიცინის მეცნიერების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ადამიანში COVID-19-ის ვაქცინის პირველი ექსპერიმენტული დოზა გამოიყენა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა სახელწოდებით „კოვაქსინი“ იმ ვაქცინების ოცეულშია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებზე ცდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის მასობრივი გამოყენება 2021 წელს გახდება შესაძლებელი.
მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის 133 პოტენციური ვაქცინა მზადდება. მათგან დაახლოებით 20 უკვე კლინიკური კვლევების ფაზაშია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრების 16,2 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 649 000-ზე მეტი ადამიანი.