ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ „მეამამ“ Architizer A+Awards-ის სამივე წარდგენილ ნომინაციაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
„მეამას“ შენობა წარდგენილი იყო შემდეგ 3 კატეგორიაში: ინტერიერის დიზაინი; დაბალსართულიანი საოფისე სივრცეები და არქიტექტურა+ბეტონი.
ცნობისთვის, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას.