გორის შესასვლელთან ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი თხევადი აირით დატვირთულ მანქანას უკნიდან დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.დანაშაული ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.