ბიძინა კულუმბეგოვი, იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ურჩევს 1 თვის განმავლობაში არ აიცრან. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"რადგანაც მსოფლიოში ჯერ არავინ იცის რეინფიცირების მასშტაბი როდის იქნება. ამიტომ, დღეისათვის მიღებულია, რომ თუკი პრიორიტეტული იქნება ვაქცინების განაწილება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექციის გადატანიდან 1 თვის განმავლობაში არ აიცრას ახლადგადატანილი ინფექციის მქონე ადამიანი. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველას მოუწევს ვაქცინაციის ჩატარება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რადგან ამ ვირუსს პირველი თვე მწვავე დაარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სუბიექტურად გამოჯანმრთელდა და ტესტი უარყოფითი გაუხდა, ერთი თვის განმავლობაში ვაქცინაციისგან თავშეკავება ყველაზე სწორი პოზიცია იქნება.