დღეს ცნობილი ხდება, რომ ბონდიანას ვარსკვლავი, ტანია რობერთსი ცოცხალია. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი გარდაიცვალა. დღეს ირკვევა, რომ ის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება, მაგრამ არა უიმედოდ. ამის შესახებ გამოცემა ,,სანი” მსახიობის წარმომადგენელზე, მაიკლ პინგელზე დაყრდნობით წერს.
მსახიობის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ლენს ო’ბრაიენიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ მსახიობი ახლა რეანიმაციაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ის ცოცხალია.
ცნობილია, რომ შობის ღამეს ტანია რობერთსმა ძაღლები გაასეირნა, სახლში დაბრუნებისას კი გული წაუვიდა და თავის სერიოზული ტრამვა მიიღო.