სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია იმართება. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.
საშობაო ლიტურგიის გამო, დღეს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა იხსნება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.