სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში თავართქილაძეების ფერმა სრულად დაიწვა.
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე, ფერმაში 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა და როგორც ოჯახი ამბობს, მათ ათასობით ლარის ზარალი მიადგა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმის სხვენში თივა ინახებოდა, რის გამოც შენობაში ხანძარი სწრაფად გავრცელდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.