პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტების" წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ დაპირისპირებას ქართველებს შორის და ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე.
ამის შესახებ ნათქვამია პარტია "ევროპელი სოციალისტების" განცხადებაში.
პარტიის წევრები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხება ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადგაზე დაწყებულ კონფლიქტს.
"მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი", – ნათქვამია პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტების" განცხადებაში.