სლოვენიის ხელისუფლებამ, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის რეჟიმი ორი თვით, 17 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომის საბოლოო ოქმში.
“მოსახლეობაში კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, რომლის სიხშირეც ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად მაღალია, ეპიდემიის რეჟიმი მთავრობამ 60 დღით გაახანგრძლივა”, – ნათქვამია სლოვენიის მინისტრთა კაბინეტის რეზოლუციაში. შესაბამისი განკარგულება ძალაში შევა 17 იანვარს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა სლოვენიაში 4 მარტს დაფიქსირდა. მას შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა 145,285-მდე გაიზარდა, ხოლო 3,070 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის რეჟიმი სლოვენიაში მოქმედებს 19 ოქტომბრიდან: აკრძალულია ნებისმიერი საზოგადოებრივი ღონისძიება, დაიხურა უმეტესი ნაწილი იმ საჯარო დაწესებულებებისა, რომლებიც არ მიეკუთვნება სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს. ქვეყნის რეგიონებს შორის გადაადგილება და საზღვარგარეთ გამგზავრება დაშვებულია მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო. ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.