პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ 19-ის ვაქცინა გაუკეთეს.
ქვეყნის მეთაურს ვაქცინაცია გაუკეთეს CoronaVac-ის ვაქცინით, რომელიც დამზადებულია ჩინური კომპანიის „სინოვაკის“ მიერ.
„ჩვენ ვართ წარმატებული ვაქცინაციის პროგრამაში, ამ დროისთვის 254 000 ექიმი იკეთებს ვაქცინის პირველ დოზას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქისთვის გვექნება საკმარისი ვაქცინა“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.