ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიია ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.
„ბიძინა ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება ყრილობას“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება პარტიის ახალ წევრებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ„განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება“.
„მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ დეტალებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველაფერს. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.