რუსი პოლიტიკოსი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. თვითმფრინავი ბერლინი-მოსკოვი, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, უკვე გზაშია და მალე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვება
მას აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად, ის სამართალდამცავებიც დახვდებიან რომლებმაც ნავალნი უნდა დააკავონ. აეროპორტში უკვე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
რუსეთის პროკურატურას ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.
რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ალექსეი ნავალნის გაფლანგვის ბრალდებით მისჯილი პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო პატიმრობა ემუქრება. თავის მხრივ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.
განცალკევებულად ამ საქმიდან, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა, სადაც მას თაღლითობაში სდებენ ბრალს, მათ შორის თავისი ანტიკორუფციული ფონდისთვის გადარიცხული თანხების გამო, ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფულის ტრანსფერის გამო.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამლეს.