აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
კამალა ჰარისმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, სონია სოტომაიორის თანდასწრებით დადო.
ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.