მართლა დიდი გამარჯვებაა, მეტირება ხოლმე ასეთ რაღაცებზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“მართლა დიდი გამარჯვებაა. შეიძლება ასაკის ბრალიც არის და მეტირება ხოლმე ასეთ რაღაცებზე. ასეთი პატარა ქვეყანა ძალიან ტრაგიკული იღბლის აღმოჩნდა ამდენი საუკუნეა. ვიბრძვით და ვიბრძვით, რომ ევროპის სრულფასოვანი წევრები აღმოვჩნდეთ.
ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შოკისმომგვრელი იყო პრეზიდენტის სიტყვებიმ რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს მისი კრებულიდანაა ამონარიდი, რაც შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში გამოიყენა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო აღიარებულია როგორც მსხვერპლი. თაკო ჩარკვიანი ასე პასუხობს:
“არ გავაკეთებ კომენტარს ამ ქალბატონზე. მან იმდენი თქვა და იმდენი ზიანი მიაყენა ჩვენ სახელმწიფოს, მე არ ვიტყოდი, რომ მის სახელმწიფოს. ის, რომ გრძნობდეს, რომ მისი სახემწიფოა ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ არავის არც მორალურს ვთხოვთ და არც იურიდიულს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.