
ფაქტია, რომ ჯილ ბაიდენს არ ეშინია ღია, ხასხასა ფერების. ეს შესაძლოა იყოს „დოლჩე და გაბანას“ პერანგი, ღია ფერის შარვალი, ჯინსები და კედები. ქერათმიანი ლამაზმანი ყველა ანსამბლში შეუდარებელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მასზე თითქმის ვერ ვნახავთ „გუჩის“ კაბებსა და „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელს, ის მეტწილად აქცენტს ამერიკელ დიზაინერებზე გააკეთებს და უპირატესობას საშულო კლასის ბრენდებს მიანიჭებს. ჯილს ძალიან უყვარს ყვავილებიანი პრინტის კაბები. მაგალითად ჯო ბაიდენის გამარჯვების დღეს მას „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზესი ყვავილებიანი კაბა ეცვა. რაც შეეხება ოფიციალურ წვეულებებს, ის კლასიკურ, სადა სტილს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად 2013 წელს ჯილ ბაიდენს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე „ვერა ვანგის“ თეთრი კაბა ევა. სხვათა შორის, მოდი ექსპერტები თვლიან, რომ ჯილ ბაიდენის სტილი ძალიან ჰგავს საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სტილს.

