იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 521 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 14 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 22 045 ადამიანი მკურნალობს. მათგან 2 418 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 84 202 ადამიანი.