კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი რეაქცია საბედნიეროდ ლეტალური შედეგით არ დასრულებულა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნულოგმა, ბიძინა კულუმებგოვამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ძველი ვაქცინებისთვის დამახასიათებელი იყო მილიონ შემთხვევაზე ერთი ალერგიული, რთული რეაქცია. ახლა, მსოფლიოში გაკეთებულ 70 მილიონ დოზაზე, დაახლოებით „ფაიზერის“ ვაქცინა იწვევს მილიონ შემთხვევაზე ექვსამდე ასეთ რეაქცია, „მოდერნა“ კი 2,5 რეაქციას, თუმცა არცერთი რეაქცია საბედნიეროდ ადამიანის გარდაცვალებით არ დასრულებულა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში იქნება.
მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.