ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ( ხვიჩია, მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი) განცხადებას, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ არ შეეწყვიტათ ოპოზიციონერი კოლეგებისთვის პარლამენტში მუშაობის უფლებამოსილება.
„ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე.რა დროს ჩემი თავისუფლებაა, ‘ქართული პარლამენტარიზმია’ გადასარჩენი
სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“ - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე