პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. როგორც „იმედინიუსს“ პარტიის ოფისში განუცხადეს, სხდომა 20:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით, უცნობია, რაზე იმსჯელებენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები.
ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. 2 თებერვალს საკანონმდებლო ორგანო 51 დეპუტატის მანდატების საკითხს განიხილავს.