კახა კალაძე ქართველი საესტრადო მომღერლის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ დედაქალალქის მერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს“, – წერს კახა კალაძე.
მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა.