მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დახატულ ტილო Tower of the Koutoubia Mosque აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნა. კერძოდ, პრემიერმა პეიზაჟი 1943 წელს, მოროკოში დახატა, სადაც კასაბლანკაში აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ჩერჩილმა ტილო რუზველტს აჩუქა, შემდეგ კი ნახატი ჯოლის პირად კოლექციაში აღმოჩნდა. უცნობია, რატომ გადაწყვიტა მსახიობმა ტილოს გაყიდვა.
აუქციონის ორგანიზატორების შეფასებით, პეიზაჟის სავარაუდო ფასი 3,4 მილიონი დოლარია. აუქციონი 1-ელ მარტს ჩატარდება.