ახლახანს ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები გავრცელდა, შავ-თეთრ ფოტოში ენჯი შვილებთან ერთად სახლის ეზოში ვახშმობს, მეორე ფოტოში კი ასახულია თუ როგორ უკეთებს ანჯელინა თმას 19 წლის მედოქსს.
მზრუნველი დედა საზოგადოებას გამოუტყდა, რომ მეუღლესთან, ბრედ პიტთან განქორწინებისგან გამოწვეული დისკომფორტი კვლავ აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში იგრძნო, თუ როგორ უბრუნდება ბედნიერება.
„მსურს, ბავშვები მამასთან ახლოს იყვნენ, ამიტომ ჩვენსა და ბრედის სახლს შორის 5 წუთის სავალი გზაა“, – აცხადებს ჯოლი.
ცნობისთვის, ანჯელინა და მისი 6 შვილი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში ცხოვრობენ, რომლის ღირებულებაც 25 მილიონი დოლარია.
