ფოთში, 43 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლში, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ვერაფერი ვერ იპოვეს.
“პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. აქედან არაფერი არ ამოუღიათ . რა აკავშირებს ბიძაჩემს ამ მკვლელობასთან,არ ვიცი. უკავშირდება თუ არა ეს წლების წინ მომხდარ მკვლელობას, არც ეს ვიცი ,“- აცხადებს დაკავებულის ოჯახის ახლობელი.
დაკავებული მამაკაცის მეზობლები, წარსულში მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებენ:
“გია შალიკაშვილის ცხედარი წლების წინ მდინარეში იპოვეს. ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული . ის ტყვიით იყო მოკლული, ფრჩხიელები დამძვრალი ჰქონია . მაშინ წამებით მოკლეს და ამ დანაშაულისთვის არავიინ არ დასჯილა.დღეს მომხდარი ფაქტი უკავშირდება თუ არა შურუსძიებას, ვერაფერს გეტყვით , არ ვიცით არაფერი”, – აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული პირის მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ფოთში 43 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.