ამის შესახებ კალინინგრადის ოლქის მთავარი საინფორმაციო პორტალი „klops.ru” იუწყება
პორტალი წერს, რომ 42 წლის მამაკაცის მიერ ავის სულების ოთახიდან განდევნის მიზნით საკუთარი ბინისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური ორგანიზაციიდან მიიღო.
ხანძარი დღეს დილით, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ბინის მესაკუთრეს, 42 წლის მამაკაცს თეთრი ცხელება განუვითარდა. მამაკაცი ავ სულებს ხედავდა და მათი მოშორების მიზნით მან ავეჯს წაუკიდა ცეცხლი. „ეგზორცისტის” მეზობლებმა სახანძრო და პოლიცია გამოიძახეს. სადარბაზოში წარმოშობილი ძლიერი დაკვამლიანების გამო 11 მცხოვრების სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. ავ სულებთან მებრძოლი მამაკაცი პოლიციამ სასწრაფო დახმარების ფსიქიატრიულ ბრიგადას გადააბარა.
კალინინგრადის საგანგებო სიტუაციათა მთავარი სამმართველოს ცნობით, შეტყობინება 6:49 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გასულ 5 ერთეულ სახანძრო ტექნიკის პირად შემადგენლობას 21 კაცის შემადგენლობით 40 წუთი დასჭირდა ხანძრის ჩასაქრობად.