
ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება პრემიერიდან 24 წლის შემდეგ, რადგან „დისნეის“ მუსიკალური ფილმი შეუდარებელია. პირველად ეკრანებზე ლეგენდარულ პერსონაჟს შავკანიანი მსხიობი ანსახიერებს. ფილმში კონკიას როლს ბრენდი ასრულებს, თუმცა მთავარი ფერია აქ მაინც უიტნი ჰიუსტონია. დედოფალ კონსტატინას როლში მაყურებელი ვუპი გოლდბერგს იხილავს.უკვე ცნობლია, რომ „დისნეი პლუსი“ ფილმს თებერვალში ჩაუშვებს, ფილმის ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარია და ის თავისი მუსიკალური ნომრებით კლასიკად არის მიჩნეული.

