"დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, დედაენის ბაღში მივიდნენ.
როგორც აქტივისტებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დედაენის ბაღში მათი მსვლელობა დასრულდება, თუმცა მოქალაქეების ნაწილი ადგილზე ღამის გათენებას აპირებს.
აქციაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიციას რეგულაციების დარღვევის გამო რამდენჯერმე ჰყავს დაჯარიმებული.
ჯერჯერობით სამართალდამცველებს კანონდარღვევის გამო არავინ დაუჯარიმებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ფაქტი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.